|
2022-10-25 17:14:51, 801 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პირველადი, ფსიქიკური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. თამარ გაბუნიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის სამართლიანი და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე. „ჯანდაცვის სექტორში აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე - ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებასა და დანერგვას, რაც შექმნის გარანტიას ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.“- განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კრაუსი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, ასევე -სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)