|
2022-10-24 15:42:44, 780 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან უკვე მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა სრულდება. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ამ მასშტაბის სამუშაოები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ხიდი მაქვს მხედველობაში, დედაქალაქში არ განხორციელებულა. ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გარკვეულწილად, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს გადაადგილებას. ტერიტორიაზე მოეწყობა ორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე, ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს, პროექტის ღირებულება კი 35 მლნ ლარია. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)