|
2022-10-20 13:57:33, 1324 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე, მათ შორის მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ფარულავა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი, გენერალური პროკურატურის, საერთო სასამართლოების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროპის საბჭოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით გამართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ ჭრილში და სხვა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)