14:53 - 23 Jul, 2026
|
2022-10-20 12:40:49, 2090 ნახვა
საზოგადოება
რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში - შსს სექტემბრის მონაცემებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, საქართველოში 222 274 რუსი შემოვიდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა.
კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი - 36 407. შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცები ქვეყანას მასიურად ტოვებენ. გამოქცეულ რუსებს, ლარსზე, კილომეტრიან რიგებში დღეების განმავლობაში უწევდათ დგომა, რათა საქართველოში შემოსულიყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)