|
2022-10-20 11:08:17, 1318 ნახვა
საზოგადოება
„არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს“ - თსუ-ს სტუდენტები რექტორის თანამდებობაზე ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ. სტუდენტები შენობაშიც შევიდნენ და ის სივრცე დაიკავეს, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული და პიკეტირებული აქვთ 107-ე აუდიტორია. "გაუგონარი უსამართლობა ხდება. დღეს დილიდან არალეგიტიმურად მობილიზდა აკადემიური საბჭო და გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი კანდიდატი დანიშნონ რექტორს თანამდებობაზე. ამ ადამიანს არანაირი კომუნიკაცია არ აქვს სტუდენტებთან. მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია ჩვენს პრობლემებზე",- ამბობს თსუ-ს სტუდენტი. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. შარვაშიძეს გადადგომის შემდეგ, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის განაცხადი შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)