|
2022-10-19 12:50:09, 1713 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ AWS კომუნის შეკრების მასპინძელია
27 ოქტომბერს, თიბისი, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS კომუნის შეკრებას მასპინძლობს. ღონისძიება, 27 ოქტობერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, კ. მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება. “ამაზონ ვებ სერვისები” ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ყველაზე ცხელი ტექ თემების განხილვა აინტერესებს თიბისის, AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერებთან ერთად. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ამაზონ ვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელს, ვიქტორ ვედმიჩს, გაიცნოთ AWS კომუნის წარმომადგენლები და გაიზიაროთ გამოცდილება ამაზონ ვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება. ღონისძება, AWS მომხმრებლების კომუნის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით ტარდება. თიბისისთვის როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. AWS - ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/AWS_Meetup
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)