|
2022-10-12 12:15:14, 633 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ფილარმონიის წინ მდებარე ტერიტორიის განახლებას გეგმავს
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ არსებული ტერიტორია იერსახის უცვლელად, სრულად აღდგება და განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მაქსიმალურად შენარჩუნდება პირვანდელი სახე და განახლდება თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ე.წ. წყლის ფარდა. „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს. ის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. რადგან აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია და სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღინიშნება, გადავწყვიტეთ, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ე.წ. ფილარმონიის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობთ, ნოემბერში მთლიანად დავასრულოთ პროექტი გამწვანების სამუშაოებით, ტროტუარების მოწესრიგებით, განათების ბოძებით. მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ე.წ. ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს. კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ, დაზიანებულია ქვის ფილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკავებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა. წვიმიან ამინდში ამ გადახურულ სივრცეშიც წვიმს, წყალი ჩადის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო, სარდაფები იტბორება წყლით“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ აღნიშნულ პროექტზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულად განახლდება საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებული შადრევანიც. შადრევნის სარეაბილიტაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის მერმა შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაავალა. „ტერიტორიაზე არსებული შადრევანი მუნიციპალიტეტის მოვლა-პატრონობაშია. შადრევნის გაყვანილობის დაზიანების გამო, ზიანდება მომიჯნავე სივრცე, რომელიც სცენის და სავენტილაციო შახტებია განთავსებული. ასევე, დეფორმირებულია შენობასთან ასასვლელი კიბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის აღდგენას. პირვანდელი სახე მაქსიმალურად შენარჩუნდება, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ არსებობდა. გარდა ამისა, ამორტიზებული გრანიტი მოპირკეთდება, აღდგება მისი მწყობრიდან გამოსული ნაწილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შადრევნის რეაბილიტაცია ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცის მოწესრიგება, რადგან ტერიტორიის ამ ფორმით და ასეთ ვითარებაში დატოვება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)