18:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 12:08:37, 1302 ნახვა

საზოგადოება
„კონფლიქტი დაიწყო დამტენზე, დახვდა 25 ბიჭი და სცემეს“ - ბათუმში მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ერთმანეთს მე-12 კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ - დაშავდა ერთი მოზარდი.

დაშავებული მოზარდის მშობლის ინფორმაციით, მისმა შვილმა ტვინის შერყევა, ყბის მოტეხილობა და სახეზე მრავლობითი დაზიანება მიიღო.

„ჩხუბი დაიწყო კლასში, გაკვეთილზე. შემდეგ გაგრძელდა საცხობთან, სკვერში. გადაიყვანეს ბავშვი, გაიყვანეს გარეთ, დახვდა 25 ბიჭი და გალახეს. 10 წამით ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული, ყურადღება არავის არ მიუქცევია. გათიშული იყო - ტვინის შერყევით, ყბა მოტეხილი, ცხვირი ჩამტვრეული აქვს. 

კონფლიქტი დაიწყო ჩემი შვილის დამტენზე - დამტენი მომიტანეო, უნდოდა, ქურდული ბიჭივით ეთქვა მე თქვენ მომიტანეთ დამტენიო. რატომ უნდა მოგიტანო, მოდი და აიღეო. ჩემი შვილი ჩამოვიდა დაბლა და რომ ავიდა, მის დამტენზე იყო იმ ბავშვის ტელეფონი შეერთებული. რატომ გათიშე და ვის ჰკითხე, დაუკითხავად დამტენი, რომ აიღეო, დედაზე მიაყენა შეურაცხყოფა, დედა შეაგინა",- განაცხადა დაზარალებულის დედამ. 

მისივე ინფორმაციით, დაპირისპირებას ინგლისურის მასწავლებელი შეესწრო, რომელმაც მის შვილს ტელეფონი გამოართვა მშობლამდე "ინფორმაცია რომ არ მოსულიყო".

თუმცა მასწავლებლის თქმით, მოსწავლეებისთვის ტელეფონები არ ჩამოურთმევია, ჩხუბი "წამიერად" მოხდა, მოზარდებს შენიშვნა მისცა და დამრიგებელი გააფრთხილა, რომ მოსწავლემ "უწმაწური სიტყვა" გამოიყენა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე მოსწავლეები და მათი მშობლები.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics