03:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 10:38:43, 1274 ნახვა

მსოფლიო
მერკელი - ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის ჩართულობითაა შესაძლებელი

ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის ჩართულობითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

მერკელმა გერმანული გამოცემის „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე უკრაინაზე თავდასხმას "ღრმა და გარდამტეხი მომენტი" უწოდა.

ყოფილმა კანცლერმა რუსეთიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეზეც ისაუბრა და ევროპას მოუწოდა, რომ ვლადიმერ პუტინის მუქარას სერიოზულად მიუდგნენ.

„ჩვენ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ და სერიოზულად მივუდგეთ და არა როგორც ბლეფს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics