|
2022-10-06 18:36:14, 1295 ნახვა
საზოგადოება
მობილური ჯგუფები „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისში
სპეცტექნიკის უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში „თეგეტა“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდების ტექნიკის გაყიდვებთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით მოემსახურება. მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას. ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. გვსურს, ამ სფეროში მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ. შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, სარემონტო დანადგარი და გავზარდოთ სათადარიგო ნაწილების ადგილზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ ტექნიკის რემონტზე მოცდენის პერიოდი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მომხმარებელს ვთავაზობთ მობილური ჯგუფების მომსახურებას. საქართველოს მასშტაბით, მუდმივ მზადყოფნაშია 12 მობილური ჯგუფი. მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სპეცტექნიკის მფლობელთათვის ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული უქმე დღეები პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებთან არის კავშირში“.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი სპეცტექნიკის მიმართულებით სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს. „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების ჩატარებაა შესაძლებელი. მათ შორის, ელექტროდიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ასევე სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია. მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია. „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურებას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann, Cummins, ITR, Fleetguard, TVH და ა.შ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)