|
2022-10-05 12:26:35, 1057 ნახვა
საზოგადოება
ფრიდონ ინჯია - ქალაქში საცობების აღმოსაფხვრელად წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი ნომრებით იარონ მანქანებმა
წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი ნომრებით იარონ მანქანებმა,- ამის შესახებ პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშული ინიციატივა, ქალაქში საცობებს შეამცირებს, ვინაიდან პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი არ კეთდება იმის გარდა, რომ დედაქალაქს ემატება შუქნიშნები, რომელთა რაოდენობამაც უკვე „ბუმს“ მიაღწია. „შეუძლებელი გახდა ქალაქში სიარული. არ ვიცი ქალაქის საკრებულო ფიქრობს ამაზე თუ ვინ ფიქრობს, მაგრამ შეუძლებელია მოძრაობა. რაღაც უნდა ვიქიფროთ და რაღაც უნდა გავაკეთოთ. წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი ნომრებით მანქანები იყოს ან რაღაც. ვინც დადის მანქანით დილის ან საღამოს საათებში იცით, რომ მოძრაობა პრობლემური გახდა და ირგვლივ არაფერი არ კეთდება იმის გარდა, რომ ვაყენებთ მხოლოდ შუქნიშნებს, რომელთა ბუმიცაა ქალაქში. თუ სამდე რაიმე გადასასვლელია, იქ აუცილებლად დგას შუქიშანი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს. ღამის 4 საათზე ისე მუშაობს, თითქოს ის აუცილებლად უნდა იყოს იქ. რაღაც უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს მხოლოდ ერთი კაცის კი არა მთლიანად, მთელი ქვეყნის საფიქრალია. ეს მოქმედებს ეკოლოგიაზე, ნერვებზე და საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს. ესეც ჩვენი ვალდებულებაა, რომ რაღაც გავაკეთოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. შესაძლებელია ასევე, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს და ოპტიმიზაციას გააკეთებს და პროცესში ჩაერთვება ხალხი, რომელმაც იცის ტრასპორტის საკითები, ეკოლოგია და ქალაქის დაგეგმარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას ღუ ჩვენ არ მივხედეთ ეს უმძიმეს შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა ინჯიამ. მისივე თქმით, ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, არამედ მთელი ქვეყნის საფიქრალია.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)