|
2022-10-05 12:23:57, 982 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შს სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, "112"-ის აპლიკაციის გამოყენებით იგეგმება სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის ზომებისა და არსებული სერვისების შესახებ, ასევე, შესაბამისი კამპანიის განხორციელება. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის რეალიზება მოხდება გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას. შეხვედრის დასასრულს, "112"-ის დირექტორმა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)