|
2022-10-05 12:04:40, 1029 ნახვა
საზოგადოება
„30%-ით მეტ მგზავრს გავატარებთ“ - ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროებში ახალი ტურნიკეტები მოეწყობა
გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, თბილისის მერი ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურებში ახალი ტურნიკეტების დამონტაჟდებას გეგმავს. როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში 7 გასასვლელია, ხოლო ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა, რაც 30%-ით მეტი მგზავრის გატარებას შეძლებს. "ვარკეთილისა და გლდანის მეტროების ჩასასვლელ-ამოსასვლელი პრობლემური საკითხია, რომელიც ვერ ატარებს მგზავრთა იმ ნაკადს, რომელიც, განსაკუთრებით, პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. განსაზღვრულია პრობლემები, თუ რა იწვევს ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ასევე გრძელვადიანში. მოკლევადიან პერსპეტივაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, პრობლემა არის ე.წ. ტურნიკეტები, რომლებიც პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს ვერ ატარებენ. აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და მისი განხორციელება. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ეს არის ე.წ. ტურნიკეტების, თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება, ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება. ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში 7 გასასვლელი გვაქვს. ხოლო ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ. თუ დღეის მდგომარეობით თითოეულ სადგურს საათში 6 300 მგზავრის გატარება შეუძლია, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 8 100 მგზავრზე მეტის გატარება. ამ პროექტის განხორციელებას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება. მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ ამ პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ",- ამბობს კალაძე.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)