|
2022-10-04 13:32:13, 756 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუშვეს უცხოელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან
ჯანდაცვის სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების არშეშვების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი. "სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცენტრმა ,,ემპათიამ“, 2022 წლის 6 ივნისს, მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის - ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის, საქართველოში, დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ "ემპათიას"მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს - ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში "ფსიქიატრია", ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში "სასამართლო მედიცინა" და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში "ნევროლოგია", 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება. რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ "ემპათიამ" ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)