18:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 18:51:07, 1790 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - გერმანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აგრძელებს

გერმანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აგრძელებს. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია არასდროს აღიარებს ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ოთხ რეგიონში.

"კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ისევე როგორც, იარაღის მიწოდებას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics