|
2022-09-28 10:52:43, 988 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ორგანიზებით, 27 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა. გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და იტალიელი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ - ბარბარა ფრიტოლი, კარლოს ვენტრე და მასიმო კავალეტი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობა, მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა მაესტრომ - ჯუზეპე საბატინიმ გაუწია. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა. საქველმოქმედო გალა კონცერტი რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გადაიცა. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე ქართველი და უკრაინელი ბავშვების მკურნალობასა და მათ შემდგომ რეაბილიტაციას. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ნატვრის ხე, რვა წლის წინ შეიქმნა და შემოწირულობებით მიღებული თანხით ეხმარება ფონდის ბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებს. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, მსგავს პროექტებში მონაწილეობა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)