|
2022-09-27 16:26:16, 779 ნახვა
საზოგადოება
სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ომის ვეტერანები, საქართველოს ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. 1993 წლის 27 სექტემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. კასპის ბატალიონმა ომში 15 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის 8 კასპელი იყო. ომის შედეგად საქართველომ მიიღო 300 000 დევნილი, 10 000 მეტი გარდაცვლილი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები. სამარადისო დიდება სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)