|
2022-09-27 13:23:02, 1011 ნახვა
პოლიტიკა
შამუგია - ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია
ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია, - ასე ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. შამუგიას თქმით, ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უფრო მეტი კი, დევნილად აქცია. "27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია. ამ ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. მათ შორის ვარ მეც; მეც იძულებით დავტოვე აფხაზეთი და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის სიმძიმე, რაც ომს და შეიარაღებულ კონფლიქტებს ახლავს თან", - აცხადებს ოთარ შამუგია. მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დეოკუპაცია ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი საკითხია. "სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, დავკარგეთ მებრძოლი ახალგაზრდები და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მათი გმირული თავდადების ისტორია იციან მომავალმა თაობებმა და ის არასოდეს მიეცემა დავიწყებას. დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. სწორი პოლიტიკით ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივალთ", - აღნიშნა შამუგიამ.
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)