|
2022-09-27 13:08:17, 937 ნახვა
პოლიტიკა
„ამ ეტაპზე, ჩვენ საფრთხეებს ვერ ვხედავთ“ - თავდაცვის მინისტრი საქართველოში შემოსულ რუსებზე
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა "საფრთხეს არ წარმოადგენს". მისი თქმით, გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება მკაცრი კონტროლი. "აქამდეც, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით არის გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურ დონეზე მეკითხებით, ყველა რუსეთის მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი, თეორიული რისკი რაც იყო ის დარჩა. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ასე რომ ამ ეტაპზე ასე არ ვიხილავ", - განაცხადა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ცდილობენ, რის გამოც საზღვართან კილომეტრიანი რიგებია.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)