|
2022-09-27 12:43:55, 904 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. ისაუბრეს თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლის განხორციელებითაც საქართველოს და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა. მინისტრის თქმით, უწყებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისთვისაც არაერთი თემატური რეფორმა ტარდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების კიდევ მეტად განვითარებისთვის, რომლის პროცესშიც თანაბრად გათვალისწინებულია უცხოელი პატიმრების ინტერესები და საჭიროებები. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)