|
2022-09-26 17:36:46, 1158 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობა“ პირველ და 2 ოქტომბერს გაიმართება - იხილეთ პროგრამა
დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. რიყის პარკი 1-ელი და 2 ოქტომბერი 11:00 – 22:00 საათი • ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები; • გამოფენები; • კაფე ქიმერიონი; • საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები; • სამეწარმეო ბაზრობა; • გასტრონომიული ზონა; • ტკბილეულის ფესტივალი; • სპორტული აქტივობები; • ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება (ვერის უბნის მელოდიები (1973), თოჯინები იცინიან (1963), გრძელი ნათელი დღეები (2013), ბროწეულის ფერი (1968), ფიროსმანი (1969), აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე).
2 ოქტომბერი 19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი ლეღვთახევი 1-ელი და 2 ოქტომბერი 11:00 – 20:00 საათი • თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები • მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია; • დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები; • წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.
ორბელიანის მოედანი 1-ელი და 2 ოქტომბერი 11:00 – 22:00 საათი • ინსტალაციები; • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები; • სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“; • თბილისური უბანი ათონელზე - (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი; • საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები; • საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში; • სამეწარმეო და კვების ზონები. 19:00 – 22:00 საათი • მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.
გუდიაშვილის მოედანი 11:00 – 22:00 საათი • ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები); დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები: • ღია კინოთეატრი; • „თბილისური კაფე“; 19:00 – 22:00 საათი სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.
თბილისობის გალა კონცერტი
პირველი ოქტომბერი, 20:00 საათი, ევროპის მოედანი მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სახელმწიფო ცერემონიების სასახლე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება • ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო თბილისობა, სცენის დეკორაცია. 20:00 საათი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია („თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება, სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შექმნილია ვიდეოარტი და წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე ქართული მეცნიერებისა და კულტურის, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას, ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)