|
2022-09-26 11:27:19, 963 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, კომპანია „ვაკა თრეიდი“ გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, შენობა 4 სართულზეა განთავსებული და მოიცავს სურსათის მაღაზიებსა და ფინანსური მომსახურების სივრცეს, ქართული და სწრაფი კვების სამი სახის რესტორანსა და ღია სივრცეს. ასევე, სათამაშოების, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიებს, მათ შორისაა ტერასასაც. მათი ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს, ბანკის ინვესტიცია კი, 2 მლნ ლარია. „სავაჭრო ცენტრის მისიაა, შექმნას ქალაქ გორში მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, სადაც არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ადგილობრივ სტუმრებსაც ექნებათ შესაძლებლობა, იშოპინგონ ან გამართონ საქმიანი შეხვედრები. ასევე, სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სავაჭრო ცენტრის ფართობი 5 000 კვ.მ-მდეა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების წარმომადგენელებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. გორში სავაჭრო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)