|
2022-09-25 15:33:22, 883 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო
ორწლიანი პაუზის შემდეგ, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა. “დღეს კრწანისობაა - ჩვენი გმირების, კრწანისის გმირების დღე. ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ეს ღონისძიება და ეს არის სახალხო დღესასწაული. მინდა, კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში, ვუსურვო ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს - მშვიდობა და სიმშვიდე. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. „კრწანისობა 2022“ ჯაბა სამუშიას ლექციით გაიხსნა, რომელიც მეფე ერეკლე მეორისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობდა. ლექციის დასრულებისთანავე, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც სტუმრების წინაშე ანსამბლები „შვიდკაცა“ და „თბილისი“ წარსდგნენ. „კრწანისობა 2022“-ზე მოსულ სტუმრებს ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა: ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა სამოსელიც დახვდათ. მათ საშუალება ჰქონდათ თავად მოერგოთ ინვენტარი და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)