|
2022-09-21 17:37:10, 1411 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - პუტინმა უპატივცემულობა გამოავლინა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ
პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინს სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს. "პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)