|
2022-09-21 15:45:38, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
ნავალნი - იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას
იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას. - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინს სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიიყვანას უაზრმაზარ ტრაგედიამდე. "დანაშაულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს, უფრო და უფრო ღრმავდება. პუტინი ცდილობს ამაში გარიოს რაც შეიძლება მეტი ხალხი, სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიგვიყვანს უაზრმაზარ ტრაგედიამდე, დაღუპულთა დიდ რაოდენობამდე და ნამდვილად არაფერ კარგამდე ვერ მიგვიყვანს. ამ დანაშაულის ზომა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა საკუთარი პირადი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)