|
2022-09-21 15:41:41, 1148 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურსა და უზბეკეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის ინფორმაციის გაცვლის ოქმი და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე აკმალხუჟა მავლონოვი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ დელგაციის წევრებს ,,თბილისის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა. შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბაჟო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმებისა და ახალი გამოწვევების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და უზბეკეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკმალხუჟა მავლონოვმა ხელი მოაწერეს ოქმს - საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ. ამასთან, მხარეებმა პროფესიული სწავლების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. ,,თბილისის' გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და ,,ერთი სარკმლის" პრინციპით, ტვირთების გაფორმებისას, მომხმარებლისთვის საჭირო ელექტრონული მომსახურების მიღების პროცესს დაესწრნენ. მათ, ასევე მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო" და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)