|
2022-09-21 12:44:35, 1147 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდა
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. „ჩვენთვის ახალი სკვერების და პარკების მოწყობა, არსებული სკვერების მოწესრიგება და განახლება მნიშვნელოვანია. სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოწესრიგდა. ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარი სრულად რეაბილიტირდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო. რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო. ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. დამატებით, მოეწყო გამწვანებული თარგები, რომლითაც გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიდეთ და არსებული სივრცე დავათვალიეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის ყველა რაიონში მწვანე სივრცეების აღდგენა და ახალი პარკების მოწყობა მნიშვნელოვანია. „ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების მომავალზე. დედაქალაქის მერია მომდევნო წლების განმავლობაში, მსგავსი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)