|
2022-09-21 11:57:20, 1161 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა
კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღდგება. „კოჯორში იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში, მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, გადაადგილება შეუძლებელი, თუმცა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. პირველ რიგში, სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რის მიხედვითაც, დაიგეგმა ფერდის გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი, გაბიონები და ამჟამად, სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რადგან ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, 24 სექტემბრისთვის დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)