17:31 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 18:55:48, 880 ნახვა

პოლიტიკა
პოდოლიაკი - რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო „რეფერენდუმი" HIMARS-ს შეაჩერებს

რუსებმა გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხის გაცემა უკრაინელების კონტრშეტევაზე . - ამის შესახებ უკრაინის პრესზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცცადა.

მისივე თქმით, რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო "რეფერენდუმი" HIMARS-ს შეაჩერებს.

"რუსებმა გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხის გაცემა უკრაინელების კონტრშეტევაზე - ფიქრი, რომ უკანონო "რეფერენდუმი" შეაჩერებს HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს ჩვენს მიწაზე ოკუპანტების განადგურებაში. ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics