|
2022-09-19 17:15:11, 910 ნახვა
მსოფლიო
ტრიუდო - პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებსაც უკრაინაში სჩადიან
ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში,- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები რუსეთის სამხედრო დანაშაულის ნაწილია და ამ სისასტიკეების ჩამდენებს შესაბამისი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროთ. „რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და კანადა ორი უძლიერესი ქვეყანაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გამოვიდნენ რუსეთის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, შეიცავს ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა და ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში“, - განაცხადა ტრიუდომ. შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს. სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას. გარდა ამისა, როგორც გამოცემა Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)