|
2022-09-16 15:49:52, 677 ნახვა
საზოგადოება
პეტრე კანკავა: ,მომავალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მათი დიდი ნაწილი ჭიათურას ესტუმრება
ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალს Adventure 2022 მასპინძლობს. Adventure 2022 დღეს, ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია პატარიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ფესტივალი მხარდამჭერმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორის მოადგილემ. პეტრე კანკავას განცხადებით, ჭიათურას საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ამაში კი, თავის წვლილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეიტანს, რომელსაც იმერეთის რეგიონში და ზოგადად, მთელს საქართველოში ჩამომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ,ჭიათურისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. მიხარია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საერთაშორისო ტურისტული ფესტივალის მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტურისტები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლებენ და მომავალ წელს ჩვენ მილიონზე მეტს მგზავრს ველოდებით, მათი დიდი ნაწილი ჩამოვა ჭიათურაში და დაათვალიერებენ ამ უნიკალურ ლანდშაპტს, კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებს და ამით მეტი შემოსავალი გაუჩნდება რეგიონს,-‘’განაცხადა პეტრე კანკავამ. საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მისი ქვე-ბრენდის Imereti Tour-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში ჩაერთონ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)