20:00 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 12:45:45, 974 ნახვა

პოლიტიკა
NDI - საქართველოს მოქალაქეების 75% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა

ეეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ  გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. 

კვლევის თანახმად,  ევროკავშირში გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად, მოქალაქეების 25 პროცენტი, საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.

მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატოს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატოში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის. 

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics