|
2022-09-15 12:25:23, 919 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში 230 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე ახლადაშენებულ N88 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების პირველი ნაკადი მიიღეს, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა. სააღმზრდელო წლის დაწყება ბაღში მისულ ბავშვებსა და მშობლებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მიულოცა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი 230 ბავშვზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. 2022-2023 სააღმზრდელო წლიდან თბილისის ბაღებში მოიხსნა კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული სავალდებულო რეგულაციები. შესაბამისად, პატარებს ბაღის გარემოსთან შეგუება საგრძნობლად გაუმარტივდებათ. ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი დაესწრნენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)