|
2022-09-13 12:51:09, 974 ნახვა
საზოგადოება
GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა
GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა, რომელშიც ქართველი სტარტაპები მონაწილეობდნენ. GITA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული 2022 წლის 30 სექტემბერს სილიკონის ველიზე მსოფლიოს უდიდესი სტარტაპ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება, სადაც ერთმანეთს 70 რეგიონალური კონკურსის რჩეული სტარტაპები შეეჯიბრებიან. მთავარი პრიზის მფლობელი 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს. „Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს ექსპერტთა საერთაშორისო ჟიური გაუძღვა, მათ შორის სილიკონის ველიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან. კონკურსის ჟიური შედგება ისეთი სტუმრებისგან, როგორიც არიან Google Germany-ის სტარტაპებისა და VC-ს ხელმძღვანელი ნინა ლევჩუკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის უფროსი ინვესტიციების პროფესიონალი ლევან შალამბერიძე. კონკურსი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით იმართება. ორგანიზატორები აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი და Startup Connect, ხოლო პარტნიორები მეღვინეობა ჩელთი, მედიალაბი და ბათუმის მერია არიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)