|
2022-09-13 10:55:39, 1133 ნახვა
სამართალი
შსს - ზუგდიდში დავაკავეთ 18 წლის ბიჭი, რომელმაც მაღაზიიდან 32 ტელეფონი და მაჯის საათი მოიპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)