|
2022-09-12 14:16:34, 1783 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი - თანხის მოთხოვნა დაემატა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკმა ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალი- თანხის მოთხოვნა დაამატა, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გაიმარტივოს გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები. კონკრეტულად, აკონტროლოს თანხა და გადაამოწმოს ნამდვილად ჩარიცხულია თუ არა გაწეული მომსახურების საფასური, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული, ან ჩასარიცხი. პროდუქტის უპირატესობას ასევე წარმოადგენს ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის მეილზე გაგზავნა. კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო. „ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, ბიზნესს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიური ბიზნეს პროცესები. ამ მიზნით კი ვქმნით ახალ, მათ საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. თანხის მოთხოვნა სწორედ ის ფუნქციონალია, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოითხოვოს თანხა და აკონტროლოს გადარიცხვების პროგრესი. თუკი რაიმე მიზეზით ბიზნესს შეექმნება მოთხოვნილი თანხის გაუქმების საჭიროება, მას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უარყოფის ფუნქციით და დატოვოს კომენტარი მოთხოვნის გაუქმების მიზეზის შესახებ. ეს ბიზნესს უზოგავს დროსა და ენერგიას“, - განაცხადა ლიკა თავართქილაძემ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების მენეჯერმა. მეტი ინფორმაცია ახალი ფუნქციონალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3QvCoRf
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)