23:20 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 10:16:56, 765 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ

გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა აღნიშნა, რომ გერმანიისთვის „ძალზედ საინტერესოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის მიმართულებები“.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დოქტორ რატი ბრეგაძეს, შორის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს წარმატებული მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ხელშესახები მაგალითია ციფრული სერვისები. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics