23:20 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 22:21:31, 1315 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება

არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება. - ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონმა ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეშვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  მსგავსი მონახულების სურვილი 2010 წელს აზერბაიჯანშიც გამოთქვა, რა დროსაც, პოლიტპატიმრის მონახულების საშუალება მისცეს.

"უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობდი, რომ როგორც ევროპარლამენტარს, საქართველოში ციხეში ჩემთვის პატიმრის მონახულება მარტივი იქნებოდა. მსგავსი რამე 2010 წელს აზერბაიჯანშიც გავაკეთე, რა დროსაც, პოლიტპატიმრის მონახულების საშუალება მომცეს. არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება. 
თავდაპირველად მიპასუხეს, რომ მე არ მივეკუთვნებოდი იმ ჯგუფს, რომელსაც ნიკა გვარამიას მონახულების უფლება ჰქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე, მივიღე უარყოფითი პასუხი. შემდეგ მეორედ მივმართე და პასუხი იგივე იყო. როცა მკითხეს, იყო თუ არა მისი მონახულება მნიშვნელოვანი, მე ვუპასუხე, რომ კი და დავასაბუთე 12 რეკომენდაციით, სადაც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავარ პუნქტებად წერია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics