|
2022-09-07 15:28:06, 1088 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა, რომ ჩავერთოთ ომში
შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ხალხს ვკითხოთ, ქართულ საზოგადოებას სურს თუ არა, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, უკრაინაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სურს ომი და მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ, პირდაპირ არ ამბობენ. "ერთ მხარეს არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ საქართველო იხილონ, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარეს არის იგივეე ხატია დეკანოიძე, რომელმაც გუშინ აღიარა, წამოცდენა ჰქონდა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია და უნდა ყოფილიყო ამ ე.წ. სარტყლის შემადგენელი ნაწილი. მათ სურთ ომი, მათ სურთ მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ, პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. გავიმეორებ, რა თქმა უნდა, სჯობს ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რა ითხოვენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს - სურს თუ არა ჩაერთოს მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ხალხს ვკითხოთ, ქართულ საზოგადოებას სურს თუ არა, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, უკრაინაში",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)