00:05 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 22:45:07, 1083 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - ფაქტი, რომ აქ ვართ, არის ამ ქვეყნისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება

ფაქტი, რომ აქ ვართ, არის ამ ქვეყნისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება. - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევაა, დევიდ კრამერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირდ ისმის ტყუილი ბრალდებები, აშშ-ს მინართ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ომის გავრცობა სხვა ქვეყნებში ახლა ყველაზე ნაკლებად სურს.

"თავად ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, არის ჩვენი ამ ქვეყნისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ შეგვეძლო ეს კონფერენცია სხვა ქვეყანაში დაგვემართა, მაგრამ გავმართეთ საქართველოში და ახლა იმის მტკიცება, რომ აქ მყოფი ადამიანები ამ ქვეყნის მტრები არიან ან ოპოზიციას ლიბირებენ აბსურდულია. კიდევ ერთი რამ, რაც ხშირად ისმის, არის ის, რომ ვიღაცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ომის გავრცობა სხვა ქვეყნებში ახლა ყველაზე ნაკლებად სურს.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას და ვიცით, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად უცხადებს მხარდაჭერას ამ ქვეყანას. ამის საპირისპიროდ, კიევსა და თბილისს შორის მთავრობების დონეზე ურთიერთობა არ არის კარგი და ჯანსაღი და ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად გამოხატავდეს სოლიდარობას უკრაინის მიმართ". - ნათქცამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics