|
2022-09-06 16:15:34, 806 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი - დეოლიგარქიზაციაზე საუბრის დროს ყოველთვის კონკრეტული ადამიანები გვყავს მხედველობაში
როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანები გვყავს მხედველობაში. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ფარული დაბრკოლებები მედიის თავისუფლების მხრივ, რაც არ უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. " მე ვიცი, რომ საქართველოში ტექნიკურად არხის დარეგისტრირება ადვილია, მაგრამ არსებობს კიდევ არხების დაფინანსება, ანუ არის რაღაც ფარული დაბრკოლებები მედიის თავისუფლების მხრივ, რაც არ უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანები გვყავს მხედველობაში. აქ მთავარია, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, რომელშიც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩრდილიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მართვას. ანუ, ადამიანს, ვინც არჩეული არ არის, ვერ ექნება გავლენა არჩეულ ინსტიტუტებზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)