13:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 12:22:21, 787 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - კრემლი უკმაყოფილოა ტრასის გამარჯვებით, მას ჩვენზე კარგი არაფერი უთქვამს

ეს სიახლე რუსეთს დიდ ოპტიმიზმს არ მატებს,- ასე გამოეხმაურა რუსეთის დიქტატორის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის დანიშნვას.

მისი თქმით, ტრასის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში იყო აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული.

„მას ჩვენზე კარგი არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, სინანულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი განცხადებები ჩვენს მიმართ იყო აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ბევრი არაფერი შეიცვლება",- განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი არ უარყოფს ლონდონთან ურთიერთობების გაუარესებას ბრიტანეთის „არაგონივრული“ და არაპროგნოზირებადი ნაბიჯების გამო.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“, - დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტზე ლიზ ტრასი შეცვლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics