14:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 17:03:19, 988 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი ომის შედეგად განადგურებული უკრაინის დასახმარებლად დამატებით 500 მილიონი ევროს (497 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. დახმარება ამჯერად საცხოვრებლის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად გამოიყო.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბრიუსელში  ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების საბჭოს შეხვედრას დაესწრო.

„ევროკავშირის ეს საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაბრუნებულთა საცხოვრებლისა და განათლების უზრუნველყოფას და უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა სპიკერმა ერიკ მამერმა.

ბრიუსელის შეხვედრას უძღვებოდნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ჯოსეფ ბორელი და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი ოლივერ ვარჰელი.

„ჩვენს ამჟამინდელ პრიორიტეტებს შორის არის ტოტალური ენერგეტიკული ემბარგოს შემოღება რუსეთის წინააღმდეგ,“ - განაცხდა შმიგალმა თავის Telegram-ის ანგარიშზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics