|
2022-09-05 16:41:35, 637 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე მელიას - პოლიტიკური ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს, პირადად გეტყვით ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისზე მიუთითებს. "ჯანსაღ ოპოზიციას შეხედონ, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან - კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის ისევ"ნაციონალური მოძრაობის" ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია",- განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)