01:40 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 13:56:36, 1203 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ევროპული გზიდან არ გადაგვიხვევია, თუმცა შეურაცხმყოფელ რეზოლუციებზე ყოველთვის გვექნება რეაგირება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კითხვაზე, ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალა თუ არა, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ გზიდან გადახვევა არ ყოფილა.

„საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული - ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად  გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე.  

ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი  განცხადებების გაკეთება, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება. 

საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics