|
2022-09-02 10:07:09, 1071 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ბაქრაძეზე - ყველა წარდგენაზე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძის გარეოში ელჩად დანიშვნას ეხმაურება. ზურაბიშვილის თქმით, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ყოფნა ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. "ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, მაგრამ იმიტომ რომ აქამდე სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება - გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი, იმ მომენტში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული". - აცხადებს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მან ყოფილი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ შეცვლილა და უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)