15:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 13:29:13, 1480 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ

ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა განიხილოს ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა, და არა ოლიგარქებმა მიიღონ.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეაზე ერთსულოვნება იქნება. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა უნდა მიიღოს და არა ოლიგარქებმა, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ“,- განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა.

როგორც Financial Times იუწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილების მიღებას პრაღაში ორდღიან შეხვედრაზე, ხვალ 30 აგვისტოს გეგმავენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics