|
2022-08-24 13:32:03, 1505 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას,- ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღე. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალxს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!",- წერს ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)