|
2022-08-24 11:55:06, 2205 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი უკრაინელებს - ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, ყოველთვის ვიდგებით ერთად
ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ყოველთვის ერთად ვიდგებით,- ასე მიულოცა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით. დიდება უკრაინას!“,- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)