17:54 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 13:28:51, 1171 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი დუგინას სიკვდილზე - უკრაინა არაფერ შუაშია​, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო

დარია დუგინას სიკვდილთან უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას.

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამასთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის და უკრაინის მიმართ სიძულვილის გასაზრდელად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics